ხიდაშელი: ნატომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა

© facebook.com/mod.gov.geთინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის, რომლის ფარგლებში შედგება შეხვედრა საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაიხსნება ალიანსის სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი.

თბილისი, 26 აგვისტო —  Sputnik.  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტს საქართველოში საქართველოს მიმართ ნატოს მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება უწოდა. 

 „ეს არის თანამშრომლობის იმ ხარისხის მაჩვენებელი, რომელიც საქართველოსა და ნატოს შორის არსებობს. ბუნებრივია, გენერალური მდივანი ყველა ქვეყანაში არ დადის. დღევანდელი გაზრდილი სირთულეებისა და გამოწვევების პირობებში, ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ მხარდაჭერას. ამას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს — ჩვენი ამოცანა იყო შეგვეთავსებინა ეს უელსის სამიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის განხორციელებასთან“,- განაცხადა ხიდაშელმა.

 ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის, რომლის ფარგლებში შედგება შეხვედრა საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე  კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაიხსნება ალიანსის სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი.

 ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოში საქართველოს ალიანსის წევრობისაკენ სწრაფვის მხარდაჭერის ზომების პაკეტის ჩარჩოებში გაიხსნება. იგი 2014 წლის სექტემბერში ნატოს უელსის სამიტის ფარგლებში დამტკიცდა. ცენტრში მომზადებას გაივლიან ალიანსის და ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები.


ყველა ახალი ამბავი
0