თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. აფეთქება გაისმა დღეს დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის ერთ-ერთი კაფეს საზაფხულო მოედანზე. აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა, იტყობინება უკრაინის შსს.
„დადგენილია, რომ აფეთქება საზაფხულო მოედანზე ყუმბარის მოხვედრის სედეგად მოხდა. სავარაუდოდ ეს იყო ყუმბარმტყორცნი РПГ-18, ე.წ. „მუხა“. მიმდინარეობს სამძებრო-ოპერატიული სამუშაოები“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ აფეთქებაში დამნაშავეებას 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.