თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია WDBJ —ს თანამშრომლები რეპორტიორი ელისონ პარკერი და ოპერატორი ადამ უარდი დაიღუპნენ ქალაქ მონეტაში (ვირჯინიას შტატი) სავაჭრო ცენტრთან ატეხილი სროლის შედეგად, ეს ინფორმაცია ტელეარხის გვერდზეა განთავსებული.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 06:45 საათზე მოხდა(14:45 თბ.დრ.). ტელეარხი პირდაპირ ეთერს გადასცემდა, რომლის დროსაც ჟურნალისტი შეკითხვით მიმართავდა ქალბატონს. უეცრად ატყდა სროლა, კამერა მიწაზე დაეცა და ეთერი გაითიშა.
გადაცემის წამყვანმა განაცხადა, რომ მაყურებლებს აცნობებდნენ მომხდარის შესახებ. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა. მიმდინარეობს მსროლელის ძებნა.
ტელეარხი WDBJ — CBS კომპანიების ჯგუფში შედის.