გამოქვეყნდა მისაღები გამოცდების შედეგები

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აღნიშნეს, რომ სრული და ნაწილობრივი გრანტის მოპოვება 6555-მა აბიტურიენტმა შეძლო, ხოლო უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე 3742 აპლიკანტი ისწავლის.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 36 ათასი აბიტურიენტიდან მისაღები გამოცდები 28 ათას 53-მა აპლიკანტმა ჩააბარა, იუწყება ოთხშაბათს, 26 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახური.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აღნიშნეს, რომ სრული და ნაწილობრივი გრანტის მოპოვება 6555-მა აბიტურიენტმა შეძლო, ხოლო უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე 3742 აპლიკანტი ისწავლის.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ულოცავს ყველა აბიტურიენტს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს გამოცდები და მოიპოვეს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების უფლება”, — აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.

გასულ, 2014 წელს სტუდენტი 26 ათას 377 აბიტურიენტი გახდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0