თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ოთხი ათასამდე აბონენტი კვლავაც უშუქოდ რჩება, ნათქვამია კომპანია „ენერგო–პროს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ელექტროენერგიის მიწოდება დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას კოკისპირული წვიმისა და წყალდიდობის გამო შეუწყდა. უშუქოდ დარჩა 30 ათასზე მეტი აბონენტი.
„სტიქიის გამო შეზღუდვა მეტწილად შეეხო სამეგრელოს რეგიონს, აგრეთვე გურიასა და აჭარას. გარდა ამისა, გუშინ მეხის დაცემის შედეგად დაზიანდა 35 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ვარციხე“, რამაც გამოიწვია 12 000-მდე აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ვანში“ — ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიაში ამბობებ, რომ ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა აბონენტთა უდიდეს ნაწილს.
„აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობენ და ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება ყველა დარჩენილ აბონენტს“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.