ქართველი ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერჯერობით მედლის გარეშე რჩებიან

© photo: Sputnik / Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშიძიუდო. მსოფლიო ჩემპიონატი.
ძიუდო. მსოფლიო ჩემპიონატი. - Sputnik საქართველო
გამოწერა
27 აგვისტოს 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს უშანგი მარგიანი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი წარადგენენ.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა ასტანის მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში მედლების მოპოვება ვერ შეძლეს.

ლონდონის ოლიმპიურმა ჩემპიონმა შავდათუაშვილმა ამერიკული სამოას წარმომადგენელ ბენჯამინ ვოტერჰაუსთან სასტარტო ორთაბრძოლაშივე წააგო.

ევროპის ჩემპიონმა ნუგზარ ტატალაშვილმა ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო — ჯერ უკრაინელ დმიტრი კანივეცს სძლია, შემდეგ ჩინელ შუაი სუნს და მერვედფინალში გავიდა, სადაც მონღოლ ოდბაიარ განბატარუსთან დამარცხდა.

ამ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში მხოლოდ აზიელები გავიდნენ — ორი იაპონელი, სამხრეთკორეელი და ჩრდილოკორეელი.

ხვალ, 27 აგვისტოს 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს უშანგი მარგიანი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი წარადგენენ.

ყველა ახალი ამბავი
0