ქართველი მოჭიდავე კადეტთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიბერძნულ–რომაული ჭიდაობა
ბერძნულ–რომაული ჭიდაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ხუთი ქართველი მოჭიდავე გამოვა: ირაკლი ნაკაშია (-42 კგ), გიორგი მეფიშვილი (-46 კგ), ნიკოლოზ ჭიკაიძე (-69 კგ), თემურ ჭკუასელიძე (-76 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (-85 კგ).

თბილისი, 26 გვისტო — Sputnik. აივენჰო რიკაძემ (-63 კგ) სარაევოში მიმდინარე ჭიდაობაში კადეტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა. ბერძნულ–რომაულ სტილში ფინალური შერკინებისას რიკაძემ ეგვიპტელ მუჰამედ ელ საედს სძლია. 

რამდენიმე კვირის წინ რიკაძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

საქართველოს კიდევ ერთი მედალი ჯონი ხეცურიანმა მოუტანა. 54 კგ–მდე წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ქართველმა მოჭიდავემ უკრაინელ ოლექსანდრ ხრუშინინს დაუთმო პირველობა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ხუთი ქართველი მოჭიდავე გამოვა: ირაკლი ნაკაშია (-42 კგ), გიორგი მეფიშვილი (-46 კგ), ნიკოლოზ ჭიკაიძე (-69 კგ), თემურ ჭკუასელიძე (-76 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (-85 კგ).

მსოფლიო ჩემპიონატი 30 აგვისტომდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0