წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციოდ 205 მაშველია მობილიზებული

გამოწერა
ბათუმში 25 აგვისტოს ღამით რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა და ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ბათუმსა და ფოთში კოკისპირული წვიმის შედეგებთან საბრძოლველად საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 205 მაშველია მობილიზებული, იუწყება ოთხშაბათს, 26 აგვისტოს სამინისტრო.

ბათუმში 25 აგვისტოს ღამით რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა და ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ცენტრალური ქუჩები და სახლების პირველი სართულები დაიტბორა ფოთშიც, სადაც უკვე მესამე დღეა წვიმს. ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

 „შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, აჭარის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ სახლებსა და ქუჩებში სამაშველო, გაწმენდით და ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ“, — აღნიშნულია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის დავალებით, ფოთსა და ბათუმში თბილისიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან დამატებითი სამაშველო ბრიგადები გაიგზავნა.


ყველა ახალი ამბავი
0