სერბეთსა და კოსოვოს ბრიუსელის მოლაპარაკებებიდან სხვადასხვა დასკვნები გამოაქვთ

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიბრიუსელი
ბრიუსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოსოვოსა და მეტოქიაში სერბულ თემებს შორის თანამეგობრობის (ასოციაციის) შესახებ შეთანხმება, რომელიც ჩრდილოეთით და ქვეყნის სხვა ანკლავებში კომპაქტურად მოსახლე სერბი ეროვნული უმცირესობის როლის გაძლიერების მიზნით ფუძნდება, უმნიშვნელოვანესია.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და კოსოვოს მთავრობის მეთაურმა ისა მუსტაფამ ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ გამართული ბოლო მოლაპარაკებების შედეგებიდან სხვადასხვა დასკვნები გამოიტანეს.  

მოლაპარაკებები, რომელიც სამშაბათს ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ფედერიკა მოგერინის შუამავლობით გაიმართა ბრიუსელში, ოთხი შეთანხმების დადებით დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ სერბეთის პრემიერმა მედიის საშუალებით თანამემამულეებს შეთანხმებების მიღწევა მიულოცა და განაცხადა, რომ ეს ქვეყანას ევროკავშირისკენ უხსნის გზას და ასევე იძლევა „კოსოვოელი სერბების უსაფრთხოებისა და გადარჩენის“ გარანტიას. კოსოვოს პრემიერმა მუსტაფამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შეთანხმებები კოსოვოს კონსტიტუციასა და კანონებს შეესატყვისება. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ პრიშტინა „კოსოვოს მთელ ტერიტორიაზე ავრცელებს სუვერენიტეტს“, მხარის ჩრდილოეთ (უპირატესად სერბული) რაიონების ჩათვლით.

კოსოვოსა და მეტოქიაში სერბულ თემებს შორის თანამეგობრობის (ასოციაციის) შესახებ შეთანხმება, რომელიც ჩრდილოეთით და ქვეყნის სხვა ანკლავებში კომპაქტურად მოსახლე  სერბი ეროვნული უმცირესობის როლის გაძლიერების მიზნით ფუძნდება, უმნიშვნელოვანესია. ორგანო იმ დათქმით იქმნება, რომ მოემსახურება არა მხოლოდ კოსოვოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ სერბთა ინტერესებსაც. 

ვუჩიჩის განცხადებით, ამ ფართო უფლებამოსილების გაერთიანებას ეყოლება ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, პარლამენტი და ექნება საკუთარი გერბი და დროშა. საზოგადოება პირდაპირ დაფინანსდება სერბეთიდან. მაგრამ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისა მუსტაფამ ალბანურად გარკვევით თქვა, რომ საზოგადოებას აღმასრულებელი უფლებამოსილება არ ექნება.

კიდევ ერთი შეთანხმება ტელეკომუნიკაციებს ეხება და ის კოსოვოში სერბული ეროვნული კომპანია „ტელეკომის“ ფუნქციონირებას ბარიერებს უხსნის. კომპანია 1999 წლის შემდეგ პირველად შეძლებს მხარის ტერიტორიაზე სტაციონარული და მობილური ტელეფონებით უხარვეზო კავშირის უზრუნველყოფას. კოსოვოელი ალბანელები საერთაშორისო სამციფრიან კოდს მიიღებენ, რასაც საკუთარი სუვერენიტეტის გამტკიცების კიდევ ერთ ნიშნად მიიჩნევენ.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ კოსოვსკა-მიტროვიცაში მოძრაობის ახლებურ ორგანიზებაზე, სადაც ქალაქის ალბანურ ნაწილში გადასასვლელ ხიდზე (მდინარე იბარი) სერბების მიერ დაყენებულ ბარიერებს მოხსნიან.

კიდევ ერთი შეთანხმება ენერგეტიკის სფეროს ეხება. სერბეთის ელექტროენერგიის ეროვნულმა მიმწოდებელმა „ელექტროპრივრედამ“ უნდა დააფუძნოს ორი ახალი კომპანია, რომლებიც კოსოვოს ჩრდილოეთით ოთხ სერბულ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის ვაჭრობითა და მომარაგებით დაკავდება.

კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სერბეთი არ ცნობს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, მაგრამ ბრიუსელის ზეწოლითა და რეგიონის ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, ასევე უბრალო მოსახლეობის ცხოვრების შესამსუბუქებლად, 2011 წელს იძულებული გახდა, ევროკავშირის შუამდგომლობით კოსოვოელ ალბანელებთან ურთიერთობების მოგვარების შესახებ მოლაპარაკებები დაეწყო. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0