ეს კანონიერი გადაწყვეტილებაა: ადვოკატი ვასილიევას ვადამდელ გათავისუფლებაზე

გამოწერა
ადვოკატმა მიხეილ ბარშჩევსკიმ თავდაცვის ყოფილი ჩინოვნიკის, ევგენია ვასილიევას პირობითი ვადამდელი გათავისუფლების შესახებ ისაუბრა, რომელსაც5 წლის თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი 800 მილიონზე მეტი რუბლის მითვისებისათვის.

ადვოკატმა მიხეილ ბარშჩევსკიმ თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნის, ევგენია ვასილიევას პირობითი ვადამდელი გათავისუფლების შესახებ ისაუბრა, რომელსაც5 წლის თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი 800 მილიონზე მეტი რუბლის მითვისებისათვის.

პრეზიდენტის წარმომადგენელი უმაღლეს სასამართლო ინსტანციებში, მიხეილ ბარშჩვსკი მიიჩნევს, რომ არ არსებობს არავითარი დაბრკოლება ვასილიევას პირობითი ვადამდელი გათავისუფლებისათვის.

"მან მატერიალური ზარალი აანაზღაურა. კოლონიაში მას დადებითად ახასიათებენ. მან აუცილებელი 1 წელი და რამდენიმე თვე მოიხადა ციხეში. ამიტომ ეს გადაწყვეტილება სავსებით კანონიერია", — აღნიშნა ბარშჩევსკიმ.

თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა ევგენი ბარშჩევსკიმ განაცხადა, რომ გათავისუფლების შემდეგ ის მუშაობას განაგრძობს იურიდიულ ბიუროში "გრინდევი და პარტნიორები".

ვასილიევამ კოლონია საკუთარი ადვოკატების ავტომობილით დატოვა. ის ერთ-ერთი კორპუსიდან გამოუშვეს, მისი ნივთები ავტომანქანაში ჩატვირთეს, რის შემდეგაც მათ ციხის ტერიტორია დატოვეს ისე, რომ ჟურნალისტებთან საუბარი და კომენტარის გაკეტება არ ისურვეს.

2015 წლის მაისში ევგენია ვასილიევას, თავდაცვის სახელმწიფო ქონების მასშტაბური მითვისებების "ობორონსერვისის" საქმის მთავარ ფიგურას, სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და დაზარალებული ოგრანიზაციების სარჩელების დასაკმაყოფილებლად 77 მილიონი რუბლის გადახდა დააკისრა.

პირობითი ვადამდელი გათავისუფლების უფლება ვასილიევას თითქმის დაკავებისთანავე მიეცა: მოსამართლემ სასჯელში მოიხსენია ვადა, რომელიც ყოფილმა მაღალჩინოსანმა შინაპატიმრობაში გაატარა. ამის შემდეგ მას აუცილებლად სჭირდებოდა დაზარალებულებისა და პროკურატურისა თანხმობა, ასევე დადებითი დახასიათება კოლონიიდან. იმისათვის, რომ ვასილიევას პირობითი ვადამდელი გათავისუფლების შანსები გაზრდილიყო, მისმა მამამ აგვისტოს დასაწყისში მისი ქალიშვილისა და სხვა მსჯავრდებულების მიმართ შეტანილი ყველა სარჩელი დააკმაყოფილა 217 მილიონი რუბლით. 

ყველა ახალი ამბავი
0