МАКС-2015: ვერტმფრენი Ми-38, გამანადგურებელი Су-35 და თვითმფრინავი "Чирок"

გამოწერა
საერთაშორისო საავიაციო-კოსმოსურმა სალონმა МАКС-2015 მოსკოვთან ახლოს ჟუკოვსკიში აიღო სტარტი სამშაბათს. იხილეთ ვიდეო, როგორი საფრენი აპარატები იყო წარმოდგენილი გამოფენაზე.

საერთაშორისო საავიაციო-კოსმოსურმა სალონმა МАКС-2015 მოსკოვთან ახლოს ჟუკოვსკიში აიღო სტარტი სამშაბათს. იხილეთ ვიდეო, როგორი საფრენი აპარატები იყო წარმოდგენილი გამოფენაზე.

ავიასალონის გახსნას დაესწრნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ალ ნახაიანი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი, ჩეჩნეთის სარდალი რამზან კადიროვი და მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი. სტუმრებს რუსული ავიაინდუსტრიის საუკეთესო ნამუშევრები უჩვენეს.

ავიასალონის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საფრენი აპარატები, რომელთა შორისაც იყო გამანადგურებლები Су-35, ვერტმფრენები Ка-52 და Ми-38, ასევე უნიალური რუსული ხომალდი საჰაერო ბალიშით "Чирок", რომელსაც, დამამზადებლების თქმით, ნებისმიერი სახის საფარიდან შეუძლია აფრენა.

წარმოდგენილ გამოგონებებს შორის ასევე აღმოჩნდა დედამიწის მახლობელი ორბიტის ნაგვისგან გამწმენდი კოსმოსური აპარატი, რომლის ორბიტაზე გაშვებასაც მისი ახალგაზრდა შემქმნელები 2020 წლისათვის ვოსტოჩნის კოსმოდრომიდან გეგმავენ.

შოუს ფარგლებში 4 საავიაციო ჯგუფი, "მარდები", "რაინდები", 'რუსეთის შევარდნები" და "ტავრიდას ფრთები" უმაღლეს პილოტაჟს უჩვენებენ.

ავიასალონი МАКС-2015 25-დან 30-აგვისტომდე გასტანს. ღონისძიების მთავარი მიზანი რუსული მაღალი ტექნოლოგიებისა და აღმოჩენების დემონსტრირებაა.

ყველა ახალი ამბავი
0