მაქსიმ შევჩენკო: რუსეთი და საქართველო ერთიან აზრობრივ სივრცეში

© photo: Sputnik / Alexander Shlagin / გადასვლა მედიაბანკშიმაქსიმ შევჩენკო
მაქსიმ შევჩენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთისა და საქართველოს დაშორება საშინელი შეცდომა იყო. ამაში დამნაშავეები არიან არა მხოლოდ რუსეთის 1990–იანების ხელმძღვანელობა, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს ნაციონალისტი მმართველებიც.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik.

მაქსიმ შევჩენკო

ოდესღაც ვამბობდი: „კარგია, რომ რუსეთის მეზობლად არიან სომხეთი და სამხრეთ ოსეთი. მაგრამ უსაქართველოოდ რუსეთი ვერ იქნება სრულყოფილი სახელმწიფო“. 

ვხსნი საკუთარ პოზიციას.

სომხეთი არსობრივად არც მთლად მართლმადიდებლური სახელმწიფოა. მისი რელიგია უფრო უძველესი მონოფიზიტობის ნაირსახეობაა. ოსეთის ქრისტიანობა კიდევ უფრო შორსაა მართლმადიდებლობისგან და ცალკე კონფესიაა. 

ამავდროულად რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა — ეს ღრმა ურთიერთობაა, რომელიც ურთიერთპატივისცემით, ერთობლივი სასულიერო მოღვაწეობითა და მონაზვნობის ტრადიციებითაა აღსავსე. ჩვენ ერთნაირად მართლმადიდებლები ვართ და ერთობლივ სულიერ ასკეტიზმს ვაღიარებთ. ჩვენს ეკლესიებს შორის მუდმივად მიმდინარეობდა ღრმა დიალოგი. და საერთოდ, რაზე საუბარი, როცა ივერიის ღვთისმშობლის ხატი ერთ–ერთი ყველაზე სათაყვანოა რუსეთში? ამიტომ საქართველო ყოველთვის და უპირობოდ აღიქმებოდა საერთო მართლმადიდებლური სივრცის ნაწილად. 

რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიული ხელისუფლება ბოროტადაც იყენებდა ძალაუფლებას. ასე შეიზღუდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უფლებები, ხოლო საქართველოს სამეფო ტერიტორიულად დანაწევრდა და თიფლის–ქუთაისის გუბერნიად გადაკეთდა. ეს არ იყო გააზრებული გადაწყვეტილება, თუმცა ამან ვერ შეძლო ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიების გათიშვა. 

რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფოებრივად გავლენიანი ოჯახები დინასტიურ ქორწინებებს აფორმებდნენ და ერთობლივად ქმნიდნენ მმართველ ელიტას. ბაგრატიონთა ოჯახზე კი, რომლის წარმომადგენლებიც რუსეთისთვის იბრძოდნენ, საერთოდ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. 

ქართული მოსაზრებების დიდ რუსულ სივრცეში ინკორპორირება სასულიერო და პოლიტიკურ დონეებზე ხდებოდა. ისე მოხდა, რომ რუსეთი ყველაზე მძლავრი სახელმწიფო სწორედ ქართველის ხელმძღვანელობისას იყო.  იმ პერიოდში რუსეთის ხელისუფლების ქვეშ, ფაქტობრივად, კაცობრიობის ნახევარი მოექცა, ხოლო მისი გავლენა მსოფლიოზე მაქსიმალურად გაიზარდა. 

მიმაჩნია, რომ რუსეთისა და საქართველოს დაშორება საშინელი შეცდომა იყო. ამაში დამნაშავეები არიან არა მხოლოდ რუსეთის 1990–იანების ხელმძღვანელობა, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს ნაციონალისტი მმართველებიცა და ომის პარტიებიც, რომლებმაც ვერც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოილაპარაკეს და რუსეთთან მეგობრობაც გაწყვიტეს. საქართველოსთან და უკრაინასთან განხეთქილება უსერიოზულესი დანაკარგია ერთიანი მართლმადიდებლური სივრცისთვის. 

ჩვენმა საერთო კულტურამაც დიდი დანაკლისი განიცადა. ქართული ლიტერატურის, მხატვრობის, კონემატოგრაფის, ქართული აზრების გარეშე ჩვენი კულტურა სრული არ არის. 

იდეალური კულტურული შესატყვისობის მაგალითად მინდა გავიხსენო არაჩვეულებრივი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი და მისი რომანი „დათა თუთაშხია“. ეს გრანდიოზული წიგნია, რომელიც თავისუფლებაზე, ღირსებასა და სულიერებაზე მოგვითხრობს. მწერალმა ის თავად გადათარგმნა რუსულად, ფაქტობრივად, თავიდან დაწერა რომანი. 

ურთიერთობები ორ ხალხს შორის სრულად უნდა აღდგეს. მე არ ვამბობ „სახელმწიფოებს შორის“. ბოლოს და ბოლოს, სიტყვები „სახელმწიფო“ და „ხალხი“ სინონიმები ხომ არ არის? თანაც, სახელმწიფოები მოდიან და მიდიან, ხოლო ხალხი რჩება. რუსეთი და საქართველო, რაღა თქმა უნდა, გრძნობენ ურთიერთმიზიდულობას. ეს კი ბადებს იმედს, რომ მოსაზრებათა საერთო სივრცე აღდგება. 


ყველა ახალი ამბავი
0