ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი

ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი
გამოწერა
ნიკოლოზ შენგელაიას ამქვეყნად ყოფნა ხანმოკლე აღმოჩნდა,- 42 წელმა დაიტია ამ საოცრად ნიჭიერი შემოქმედის სიცოცხლე. მიუხედავად ამისა, ბევრი რამ მოასწრო. წერდა ლექსებს, გვერდში ედგა კინოში მოსულ კოტე მარჯანიშვილს, თავადაც იღებდა ნიჭიერებით ნასაზრდოებ ფილმებს, ულამაზეს ნატო ვაჩნაძესთან ერთად ღირსეულ შვილებს უზრდიდა სამშობლოს.

გასული საუკუნის, 30-იან წლებში, ნიკოლოზ შენგელაიას მიერ გადაღებულმა „ელისომ“ დღემდე შეინარჩუნა აქტუალობა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ჩეჩნეთში,  ახლა განვითარებული მოვლენები, ქართველებისთვის გოლგოთადქცეული ჭუბერის უღელტეხილი და ძლიერისგან სუსტის ჩაგვრის მარადიული სინდრომი. ჟურნალისტ ნათია ჩაჩავას გადაცემა ნიკოლოზ შენგელაიას ფენომენს ეძღვნება. მასში მონაწილეობენ კინომცოდნეები ნინო მხეიძე და ქეთი ტრაპაიძე, კინორეჟისორი გიორგი შენგელაია.

ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი

ყველა ახალი ამბავი
0