კოკისპირული წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა

გამოწერა
უამინდობა ბათუმსა და აჭარის მთელ რეგიონში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაიტბორა ქალაქის ქუჩები, სახლების პირველი სართულები და რკინიგზის სადგური.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. კოკისპირული წვიმა,  ქარი და 4 ბალიანი შტორმი ქალაქ ბათუმის ქუჩების დატბორვის მიზეზი გახდა. ბათუმში სამაშველო ბრიგადები გაგზავნილია თბილისიდან, ქუთაისდან, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 

 უამინდობა ბათუმსა და აჭარის მთელ რეგიონში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაიტბორა ქალაქის ქუჩები, სახლების პირველი სართულები და რკინიგზის სადგური. 

 „ჩვენ სისტემატურად ვიღებთ ინფორმაციას ქალაქის ყველა რაიონში მდგომარეობაზე. ვთანამშრომლობთ შსს-სთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურთან და საპატრულო პოლიციასთან. სამწუხაროდ ქალაქში ფიქსირდება ელექტროენერგიის გათიშვები, სასწრაფო დახმარების სამსახური და მუნიციპალური ტრანსპორტი შეფერხებების გარეშე მუშაობს. ყველგან დავიწყეთ წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია ის ტექნიკა, რაც გვაქვს. აუცილებლობის შემთხვევაში შემოგვემატება დამატებითი ძალები“ — ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლის ინფორმაციით, ბოლო 2 საათის განმავლობაში, სამსახურში 90-ზე მეტი გამოძახება შევიდა. კერძოდ შველას ითხოვენ ქუჩებში დატბორილი მანქანების, მაღაზიების და საცხოვრებელი სახლების პატრონები. 

სამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ბათუმში გაგზავნილია დამატებითი ძალები თბილისიდან და ქუთაისიდან, შესაბამისი ტექნიკით. 


ყველა ახალი ამბავი
0