თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა სამშაბათს, 25 აგვისტოს განაცხადა, რომ ინფორმაცია მის შესაძლო გადაყენებაზე მედიიდან შეიტყო.
მანამდე ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მთავრობის შემადგენლობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. კერძოდ, თამარ ბერუჩაშვილის პოსტიდან გადაყენების თაობაზე. ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შესაძლოა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავოს.
„ეს ინფორმაცია ისევე როგორც სხვებმა, პრესიდან შევიტყვე, შესაბამისად მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია“, — უთხრა ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს.
„კომენტარისაგან თავს შევიკავებ“ — ასეთი პასუხი გასცა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მის საგარეო საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.