თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს თურქეთის რესპუბლიკის ართვინის რეგიონში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 8 და დაკარგულად ითვლება არა ერთი ადამიანი, ნათქვამია სამშაბათს, 25 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თურქეთის ართვინის პროვინციაში ძლიერი წვიმების შედეგად 24 აგვისტოს ჩამოსული მეწყერის გამო, დაიღუპა 8 ადამიანი, 17 დაზარალდა და 2 დაკარგულად ითვლება.
თურქი მეტეოროლოგების ცნობით, ძლიერი წვიმები თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში კიდევ სამ დღეს გასტანს.