რევაზ არველაძე სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficialმიშელ პლატინი და რევაზ არველაძე
მიშელ პლატინი და რევაზ არველაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, რევაზ არველაძე მეორე ოფიციალური პრეტენდენტი გახდა. რამდენიმე დღის წინ განაცხადი არჩევნებში მონაწილეობაზე მამუკა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელიც უეფას მედია ოფიცერია. მისი კანდიდატურა საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მიერ არის წარდგენილი.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) გენერალური მდივანი რევაზ არველაძე 25 აგვისტოს, სამშაბათს, ოფიციალურად დარეგისტრირდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად. 

 „რევაზ არველაძის კანდიდატურა ფედერაციის რამდენიმე სუბიექტმა წარმოადგინა, და ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირია. ასევე საფეხბურთო კლუბმა „ვით ჯორჯია“, გურიის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონალურმა ფედერაციებმა და საქართველოს ფუტძალის ასოციაციამ. მზად ვარ ჩემი ცოდნა, გამოცდილება და კავშირები ქართული ფეხბურთის განვითარებისკენ მივმართო“ — განაცხადა რევაზ არველაძემ.

 მან ასევე აღნიშნა, რომ 26 აგვისტოდან სფფ-ში შეაჩერებს თავის უფლებამოსილებებს, რომლებიც ლოკალურ საკითხებს შეეხება. 

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, რევაზ არველაძე მეორე ოფიციალური პრეტენდენტი გახდა. რამდენიმე დღის წინ განაცხადი არჩევნებში მონაწილეობაზე მამუკა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელიც უეფას მედია ოფიცერია. მისი კანდიდატურა საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მიერ არის წარდგენილი. 

 სფფ-ს პრეზიდენტობის არჩევნებში თავისი მონაწილეობა ასევე დაადასტურეს ლევან კობიაშვილმა — საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა და მერაბ ჟორდანიამ — სფფ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა (1998-2005 წლებში). თუმცა ჯერჯერობით მათ თავისი კანდიდატურები ოფიციალურად არ წარუდგენიათ. 


ყველა ახალი ამბავი
0