თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პრეზიდენტად შერჩეულ იქნა ჩინეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ჯინ ლიქუინი. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა AIIB —ის თბილისში გამართულ მეექვსე სხდომაზე, იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
შეთანხმებას AIIB —ის შექმნის შესახებ ხელი 29 ივნისს 57-მა დამფუძნებელმა ქვეყანამ მოაწერა. ხმათა ყველაზე დიდი წილი ბანკის დირექტორთა საბჭოში მიიღეს ჩინეთმა, ინდოეთმა და რუსეთმა. საწყის ეტაპზე სადამფუძნებლო კაპიტალი 50 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც შემდგომში 100 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
AIIB-ს დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მისი სადამფუძნებლო კაპიტალი 100 მილიარდს შეადგენს. აზიური სახელმწიფოებს წილმა ჯამში 75%-ს არ უნდა გადააჭარბოს, მაშინ, როცა მსოფლიოს სხვა რეგიონების მონაწილეთა წილზე 25% უნდა მოდიოდეს. სადამფუძნებლ კაპიტალი გაიყოფა 1 მილიონ აქციად, თითოეული 100 ათასი დოლარის ღირებულებით.
AIIB-ს შტაბ-ბინა პეკინში განთავსდება. ფინანსური ინსტიტუტი მუშაობას მიმდინარე წლის ბოლოს შეუდგება. დაბანდებათა მოცულობით მსხვილი თანადამფუძნებლების ხუთეულს შეადგენენ ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, გერმანია და სამხრეთ კორეა.
AIIB, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინიციატივით შეიქმნა, დააფინანსებს გზების, რკინიგზის, აეროპორტების და აზიის სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას.