თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. შავი ზღვის პირა კურორტ ქობულეთში 1965 წელს დაბადებული მამაკაცი დაიღუპა, იტყობინება 25 აგვისტოს ქართული მედია, გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრ „112“-ის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. ცენტრის ინფორმაციით, დაღუპული ქართული გაზეთის „ქრონიკა პლუსის“ ჟურნალისტი დავით დევიძე აღმოჩნდა.
„გამოძახება დღეს დილით გამთენიისას შემოვიდა. ადგილზე სამაშველო სამსახური გავიდა. როცა მამაკაცი წყლიდან ამოიყვანეს, იგი უკვე მკვდარი იყო“, — განაცხადეს უწყებაში.
ცუდი ამინდის გამო ქობულეთში 25 აგვისტოს დილას ზღვაში ბანაობა აკრძალული იყო.