თელავში „რთველი 2015“-ს საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

© photo: Sputnik / M. Yurchenko / გადასვლა მედიაბანკშიქალაქი თელავი
ქალაქი თელავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რთველი 2014“-ის ფარგლებში, საქართველოში 124 ათას 606 ტონა ყურძენი მოიკრიფა, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა 175,3 მილიონი ლარი შეადგინა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ 2015 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში გახსნა. შტაბს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი უხელმძღვანელებს, ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება. 

 „შტაბის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს სამინისტროს წარმომადგენლების კომუნიკაციების კოორდინაციასა და აქტივაციას მეწარმეებთან და მევენახეებთან“, — განაცხადეს სამინისტროში. 

 ,,ამოქმედდება  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი 2 47 01 01;  ჩაბარებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვებით ერთიან ელექტრონული ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში  შეეძლება”, — აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

 ყურძნის მოსავლის წლევანდელი საპროგნოზო მაჩვენებელი 30%-ით აჭარბებს შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს. 

 „რთველი 2014“-ის ფარგლებში, საქართველოში 124 ათას 606 ტონა ყურძენი მოიკრიფა, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა 175,3 მილიონი ლარი შეადგინა. რთველის დაწყებიდან — 20 აგვისტოდან, ყურძნის მიღება-გადამუშავებაში 65 ღვინის კომპანია მონაწილეობდა. სულ დარეგისტრირდა 87 კომპანია. 

 ,,დარგის განვითრების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და მევენახეების ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  წელს კვლავ  მოხდება როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება. 2015 წლის რთველის ფარგლებში   სახელმწიფოს მიერ 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე — 35 თეთრის, ხოლო 1 კგ. საფერვზე — 15 თეთრის ოდენობის სუბსიდია გაიცემა. რაც მთავარია, ყურძნის ფასს დაარეგულირებს ბაზარი, სახელმწფო ამაში არ ჩაერევა. მნიშვნელოვანია, რომ რთველი 2015-ის ფარგლებში წაგებული მხარე არ არსებობდეს. მოგებული უნდა იყოს როგორც ბიზნესი და წარმოება, ასევე თითოეული მევენახე“, — განაცხადა ოთარ დანელიამ.

 მიმდინარე წელს სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა. გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღეში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.


ყველა ახალი ამბავი
0