ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში წვრთნებში მონაწილეობენ

© facebook.com/mod.gov.geქართული არმია
ქართული არმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაშია ჩართული. ბატალიონის მთავარ ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გამართულ სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა, იუწყება სამშაბათს, 25 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

წვრთნები ევაკუაციის, სწრაფი რეაგირებისა და უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესრულებაში გაიმართა. ტაქტიკურ მეცადინეობამდე ქართველ სამხედროებს საბრძოლო წვრთნები ავტომატურ საცეცხლე მომზადებაში ჩაუტარდათ. 

„სწავლება ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორებში ამერიკული სამხედრო ჯავშანმანქანების გამოყენებით გაიმართა. სამხედრო სწავლებები ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სისტემატურად ტარდება. მისი მიზანი საბრძოლო მზადყოფნის ხარისხის მაღალ დონის შენარჩუნებაა”, — ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

საქართველოს შეიარაღებული ძალების  IV  მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი  "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაშია ჩართული. ბატალიონის მთავარ ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

„მტკიცე მხარდაჭერა“ არასაბრძოლო მისიაა —  ნატოს სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვა შეუძლიათ, მაგრამ ისინი ავღანეთის უშიშროების ძალებთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში ჩართული არ არიან.

მისია ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან ოპერაციის სამხედრო სტადიის დასრულების შემდეგ ამოქმედდა. 2015 წლის დასაწყისიდან ქაბულში, ყანდაგარში, გერათსა და მაზარი-შარიფში დაახლოებით 12 ათასი ადამიანი განთავსდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0