ენმ: პრემიერის განცხადებები ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს სახელმწიფო დროშა
საქართველოს სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, ექსპერტები და მასმედია ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით სპეკულაციებში დაადანაშაულა და საქართველოს მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობაზე უარყოფითად მოქმედებს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ მაჭავარიანმა სამშაბათს, 25 აგვისტოს პრესკონფერენციაზე.

ეროვნული ვალუტა ვარდნას განაგრძობს. ოქტომბრიდან დღემდე ლარის კურსი 35%-ით დავარდა. პარასკევიდან, 21აგვისტოდან ორშაბათამდე ლარის კურსი 1,6%-ით შემცირდა და 1 დოლარისთვის 2,360 ლარი შეადგინა. ამასთან დაკავშირებით ქართულ მედიაში ქვეყნის ბიუჯეტის კორექციის შესახებ დაიწყეს საუბარი.

პრემიერ-მინისტრის გამოჩენა და მისი განცხადებები, მაჭავარიანის აზრით, „ლარის კურსის სტაბილურობაზე აბსოლუტურად უარყოფითად მოქმედებს“.

„არსებული ვითარება იმ არაკომპეტენტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რასაც მთავრობა ატარებს”, — განაცხადა დეპუტატმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, ექსპერტები და მასმედია ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით სპეკულაციებში დაადანაშაულა და საქართველოს მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

საქართველოში 2015 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 7,1%-ით გაიზარდა.


ყველა ახალი ამბავი
0