სეტყვით დაზარალებულებს მთავრობა დაეხმარება

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ უქმეებზე კახეთისა და რაჭის სოფლებს ძლიერი ქარი, სეტყვა და კოკისპირული წვიმა დაატყდა თავს. ავდარმა მოსავლის ნაწილი გაანადგურა, შენობებს სახურავები გადახადა და სახლების პირველი სართულები დატბორა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთსა და რაჭაში სეტყვით დაზარალებულების დახმარების განკარგულება გასცა, იუწყება მთავრობის პრესსამსახური სამშაბათს, 25 აგვისტოს. 

მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს სპეციალური შტაბის შექმნა დაავალა 1300 დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად, ხოლო ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს შესაბამისი თანხების გამოყოფა უბრძანა. 

გასულ უქმეებზე კახეთისა და რაჭის სოფლებს ძლიერი ქარი, სეტყვა და კოკისპირული წვიმა დაატყდა თავს. ავდარმა მოსავლის ნაწილი გაანადგურა, შენობებს სახურავები გადახადა და სახლების პირველი სართულები დატბორა. 

ყველა ახალი ამბავი
0