მოლაპარაკებები დონბასის შესახებ: მერკელის, ოლანდისა და პოროშენკოს განცხადებები

გამოწერა
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის ფრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად დონბასის არჩევნებზე და მის ეუთოს მოთხოვნების შესაბამისობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ პოლიტიკოსებმა შეხვედრის შემაჯამებელ საერთო პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის ფრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად დონბასის არჩევნებზე და მის ეუთოს მოთხოვნების შესაბამისობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ პოლიტიკოსებმა შეხვედრის შემაჯამებელ საერთო პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს.

გერმანიის კანცლერის უწყებასთან, სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ათობით ადამიანი შეიკრიბა და დონბასში ომი გააპროტესტა. შენობაში შემავალი პრეზიდენტი პოროშენკოს დანახვაზე ხალხმა შეჰყვირა: "მკვლელო!". აქციის მონაწილეები რუსეთის, საბჭოთა კავშირის, თვითაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დროშებს იქნევდნენ. აქციის ორგანიზატორები იყვნენ ჯგუფი "დედები ომის წინააღმდეგ" და გერმანიის კომუნისტური პარტია.

ოქტომბერში დაგეგმილი უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები ეუთოს ნორმებს უდნა შეესაბამებოდეს, განაცხადა ანგელა მერკელმა პრეს-კონფერენციაზე.

"ეს საკითხი მე ერთ-ერთ უმთავრესად მიმაჩნია, ამიტომ მას მოგვიანებით დაწვრილებით განვიხილავთ", — დაამატა გერმანიის კანცლერმა.

მერკელმა აღნიშნა, რომ სამი მხარის საკონტაქტო ჯგუფი უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებისადმი მიძღვნილი მოლაპარაკებების ძირითადი ფორმატია.

ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარებისას აუცილებელია მინსკის შეთანხმებებისა და ქვეყნის რეგიონების უკრაინის კანონმდებლობით გათვალისწინებული კანონიერი ინტერესების დაცვა.

თავისმხრივ პეტრო პოროშენკომაც აღნიშნა, რომ დონბასში 18 ოქტომბერს და პირველ ნოემბერს არჩევნების ჩატარება უკრაინის კანონებს არ შეესაბამება.

ორშაბათს ბერლინში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის მოლაპარაკება გაიმართა. შეჯამებისას მერკელმა განაცხადა, რომ სამი ქვეყნის ლიდერი გერმანიის დედაქალაქში შეიკრიბნენ იმისათვის, "რომ "მინსკი-2"-ს მხარი დაუჭირონ და არ დააყენონ ის კითხვის ნიშნის ქვეშ", და ხაზგასმით თქვა, რომ მინსკის შეთანხმებები "უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირების ფუნდამენტად რჩება".

ყველა ახალი ამბავი
0