საქართველოს პრემიერი ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

© Government of Georgiaღარიბაშვილის მთავრობა
ღარიბაშვილის მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. განსაკუთრებით ნუ აყვებიან ჩვენი მოქალაქეები და ბიზნესმენები მედიასაშუალებების მიერ ატეხილ აჟიოტაჟსა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოს–ექსპერტების გამონათქვამებსა და განცხადებებს, განაცხადა ღარიბაშვილმა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, ექსპერტები და მასმედია ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით სპეკულაციებში დაადანაშაულა და საქართველოს მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ლარის კურსი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე აშშ დოლართან მიმართებით ინარჩუნებდა კურსს 1,74 — 1,76 GEL/$1, 2014 წლის ოქტომბრის ბოლოდან საგრძნობლად დაეცა და ამჟამადაც განაგრძობს ვარდნას. პარასკევიდან, 21აგვისტოდან ორშაბათამდე ლარის კურსი 1,6%-ით შემცირდა და 1 დოლარისთვის 2,360 ლარი შეადგინა.

„სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. მინდა, მივმართო მოსახლეობას, არ აყვნენ ამ ფსიქოლოგიურ-ემოციურ აჟიოტაჟს… მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. განსაკუთრებით ნუ აყვებიან ჩვენი მოქალაქეები და ბიზნესმენები მედიასაშუალებების მიერ შექმნილ ქაოსს და აჟიოტაჟს, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და ექსპერტების გამონათქვამებსა და განცხადებებს“, — განაცხადა ღარიბაშვილმა სამშაბათს, 25 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გახსნილია, მოსახლეობა ლარის კურსის შესახებ სწორ ინფორმაციას მუდმივად მიიღებს, აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის სახელით, პრემიერმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0