თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენნტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გნაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციისთვის ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.
ლარის კურსი დოლართან მიმართებით ვარდნას განაგრძობს. პარასკევიდან, 21 აგვისტოდან ორშაბათამდე კურსმა 1,6 %–ით დაიწია და 2,3640 ლარი 1 დოლარზე შეადგინა.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადანაშაულა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უმოქმედობაში, რამაც „ეროვნული ვალუტის კრიზისამდე მიგვიყვანა“.
„გაძლიერებული კოორდინაცია და კოორდინირებული მუშაობა ეროვბულ ბანკსა და მთავრობას შორის, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეტ სტაბილურობას“, — თქვა აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას 24 აგვისტოს.