„დილა“ და „დინამო“ ფეხბურთში საქართველოს სუპერთასისთვის იბრძოლებენ

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სუპერთასი 1996 წლიდან თამაშდება. თბილისის „დინამომ“ თასი ექვსჯერ მოიპოვა. გორის „დილამ“ სუპერთასისთვის მხოლოდ ერთხელ იბრძოლა. 2012 წელს გორული კლუბი „ზესტაფონთან“ მატჩის შემდეგ დანიშნული პენალტების სერიაში დამარცხდა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გორის „დილა“ და საქართველოს თასის მფლობელი თბილისის „დინამო“ სამშაბათს, 25 აგვისტოს ფეხბურთში საქართველოს სუპერთასის მოსაგებად მატჩს გამართავენ.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

ორივე გუნდი მატჩს მომზადებული ხვდება. წვრთნების მერე კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართეს.

„ქვეყნის ჩემპიონატი ახლა იკრებს ძალას და გუნდების უმეტესობა ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ არის. მიუხედავად ამისა, სერიოზული ბრძოლა გველოდება — ჩვენც და ჩვენს მეტოქესაც სეზონში პირველი ტიტულის მოპოვება გვინდა“, — განაცხადა „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ.

„დილის“ მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ „დინამოელები“ უკეთეს ფიზიკურ ფორმაში არიან.

 „ჩემპიონატის ბოლო ტურში „დინამომ“ „ლოკომოტივს“ იოლად სძლია და დიდი ძალა არ დაუხარჯავს. ამ დროს კი ჩვენ ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ ძალზე რთული ბრძოლა გავმართეთ, რომელიც ფრედ დამთავრდა“, — განაცხადა „დილის“ მწვრთნელმა.

საქართველოს სუპერთასი 1996 წლიდან თამაშდება. თბილისის „დინამომ“ თასი ექვსჯერ მოიპოვა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

გორის „დილამ“ კი სუპერთასისთვის მხოლოდ ერთხელ იბრძოლა. 2012 წელს გორული კლუბი „ზესტაფონთან“ მატჩის შემდეგ დანიშნული პენალტების სერიაში დამარცხდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0