მერკელი: უკრაინული არჩევნები უმთავრესი საკითხია

გამოწერა
ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ არჩევნებისას აუცილებელია მიჰყვნენ მინსკის შეთანხმებებსა და უკრაინის კანონმდებლობას ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონების კანონიერი მოთხოვნების გათვალისწინებით.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან ერთად დონბასის არჩევნებსა და მათ ეუთოს მოთხოვნებთან შესაბამისობაზე იმსჯელეს. პოლიტიკოსებმა ამის თაობაზე ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადეს. 

გერმანიის კანცლერის უწყებაში, სადაც მოლაპარაკებები იმართებოდა, დონბასში ომის მოწინააღმდეგე ათობით ადამიანი შეიკრიბა. პოროშენკოს დანახვაზე მომიტინგეებმა დაიწყეს ყვირილი: „მკვლელო!“  ისინი რუსეთის, საბჭოთა კავშირის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დროშებს აფრიალებდნენ. აქციის ორგანიზატორები იყვნენ ჯგუფი „დედები ომის წინააღმდეგ“ და გერმანიის კომპარტია. 

უკრაინაში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები ოქტომბერში ეუთოს ნორმების შესაბამისად უნდა ჩატარდეს, გნაცხადა მერკელმა პრესკონფერენციაზე. 

„მე ეს საკითხი ერთ–ერთ უმთავრეს საკითხად მიმაჩნია და ამიტომ მასზე მოგვიანებით კიდევ უფრო დაწვრილებით ვიმსჯელებთ“, — დაამატა მერკელმა. 

კანცლერმა აღნიშნა, რომ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი ძირითადი ფორმატია უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების საკითხში. 

ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ არჩევნებისას აუცილებელია მიჰყვნენ მინსკის შეთანხმებებსა და უკრაინის კანონმდებლობას ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონების კანონიერი მოთხოვნების გათვალისწინებით. 

თავის მხრივ პოროშენკომ აღნიშნა, რომ დონბასში 18 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს დაგეგმილი არჩევნები ეწინააღმდეგება უკრაინის კანონმდებლობას. 

ორშაბათს ბერლინში გერმანიის კაცლერ ანგელა მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ სამი ქვეყნის ლიდერები გერმანიის დედაქალაქში „მინსკი2–ის“ მხარდასაჭერად და არა მის ეჭვქვეშ დასაყენებლად შეიკრიბნენ“. მან ხაზი გაუსვა, რომ მინსკის შეთანხმებები „კვლავაც რჩება უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების ფუნდამენტად“. 


ყველა ახალი ამბავი
0