მედია: ესტონეთს რუსეთთან საზღვარზე ორმეტრიანი ღობის აგება სურს

© photo: Sputnik / Алексей Варфоломеев / გადასვლა მედიაბანკშისაზღვარი
საზღვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღობის ზედა ნაწილს ეკლიანი მავთული ექნება შემოვლებული. მისი სიგრძე დაახლოებით 108 კილომეტრი იქნება. ღობესთან ერთად გათვალისწინებულია დამატებითი ბარიერიც, რომელიც ველური ცხოველების გადაადგილებას შეუშლის ხელს.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტი საზღვრის დარღვევის პრევენციის მიზნით რუსეთთან სახმელეთო საზღვრის ორი მესამედის 2,5 მეტრი სიმაღლის ღობით აღჭურვას აპირებს, იუწყება სამშაბათს გაზეთი Postimees.

ესტონეთისა და რუსეთის სახმელეთო საზღვარი ფსკოვის ოლქთან, ასევე ფსკოვისა და ჩუდის ტბებთან, მდინარე ნარვასთან გადის.

„ღობის ზედა ნაწილს ეკლიანი მავთული ექნება შემოვლებული. მისი სიგრძე დაახლოებით 108 კილომეტრი იქნება. ღობესთან ერთად გათვალისწინებულია დამატებითი ბარიერიც, რომელიც ველური ცხოველების გადაადგილებას შეუშლის ხელს. საზღვრის დაჭაობებულ ადგილებში ღობე არ აიგება, იქ მხოლოდ სასაზღვრო ბოძებს დაამაგრებენ და საკონტროლო-სათვალთავლო ხაზს გაავლებენ“, — აღნიშნულია განცხადებაში.

საზღვრის დასაცავად ასევე გამოიყენება ვიდეოკამერები და უპილოტო საფრენი აპარატები, ხოლო ჩუდის ტბის აკვატორიაში 600-ზე მეტი სასაზღვრო ტივტივა განთავსდება. საზღვრის ტექნიკური გაძლიერების სამუშაოები 2018 წელს დაიწყება და მისი საერთო ღირებულება 71 მლნ ევრო იქნება.

მანამდე რუსეთთან საზღვარზე თანამედროვე მძლავრი თავდაცვითი ნაგებობის აგების შესახებ უკრაინის ხელისუფლებამაც განაცხადა. კიევი პროექტის რეალიზებას სამ წელიწადში აპირებს.

როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ისრაელში გამოყენებული პრინციპებით რუსეთთან საზღვრის მოწყობა უკრაინას შეიძლება 4 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდეს და პოლიტიკოსების მიერ დაწესებულ ვადებში ამ პროექტის განხორციელება ნამდვილად ვერ მოხერხდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0