ბერუჩაშვილი: დელეგაციას გაეროში პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს

© photo: Sputnikგაეროს შენობა
გაეროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა ათასწლეულის განვითარებისადმი მიძღვნილ გაეროს სამიტზე, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის — დაგეგმილ ბიზნესფორუმში.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დელეგაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა.

საკითხი, თუ ვინ წავა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგ სესიაზე, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის განხეთქილების ვაშლად იქცა.

„გაეროში ჩვენი ქვეყნის დელეგაციას პრემიერ-მინისტრი წარადგენს. ის მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში, სადაც, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი, სიტყვით გამოვა“, — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე სიტყვით გამოვა ათასწლეულის განვითარებისადმი მიძღვნილ გაეროს სამიტზე, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის — დაგეგმილ ბიზნესფორუმში.

გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო სესია ოფიციალურად 15 სექტემბერს გაიხსნება. ზოგადი დებატები წელს 28 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბრამდე გასტანს.


ყველა ახალი ამბავი
0