ლავროვი: პოლიტიკასა და ეკონომიკაში დასავლეთის დომინირების ეპოქა სრულდება

გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სრულიად რუსეთის ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ფორუმზე "აზრთა ტერიტორია კლიაზმაზე" დასავლეთის პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური დომინირების ეპოქის დასასრულის შესახებ განაცხადა.

პოლიტიკასა და ეკონომიკაში დასავლეთის დომინირების ეპოქა სრულდება, განაცხადა ლავროვმა "აზრთა ტერიტორია კლიაზმაზე" ფორუმზე და დაამატა, რომ დასავლეთი საერთაშორისო უფლებებს არღვევს, როდესაც სხვა ქვეყნებზე ზეწოლით დომინირების შენარჩუნებას ცდილობს და ამისათვის იყენებს სანქციებსა და სამხედრო ძალებს.

"ჩვენ ვაკვირდებით დასავლეთის მცდელობებს, შეინარჩუნოს დომინირება ხელოვნური გზით, მათ შორის სხვა ქვეყნებზე ზეწოლით, სანქციებისა და სამხედრო ძალების გამოყენებითაც კი, რითაც გაეროს მიერ დადგენილ საერთაშორისო უფლებებს არღვევს. ეს საერთაშორისო ურთიერთობებში ქაოსს იწვევს", — აღნიშნა ლავროვმა.

დღეისათვის აზიურ-წყნაროკეანურ რეგიონში რეალურად ყალიბდება ახალი ძალების ცენტრები, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ახლა მსოფლიოში ობიექტურად ფორმირდება პოლიცენტრული მექანიზმი.

ყველა ახალი ამბავი
0