ფესტივალი One Caucasus 2015 საქართველოში ამიერკავკასიის ახალგაზრდობას გააერთიანებს

© https://www.facebook.com/events/149828848686161/ფესტივალი One Caucasus საქართველოში
ფესტივალი One Caucasus საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებები ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სოფლების ბავშვებისთვის. ასევე იგეგმება მასტერ–კლასები არქიტექტურაში, მუსიკალური ტრენინგები და კინოჩვენებები.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ახალგაზრდობა საერთაშორისო ფესტივალ One Caucasus 2015–ზე შეხვდებიან, რომელიც მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში გაიმართება 27–29 აგვისტოს, იუწყებიან ფესტივალის ორგანიზატორები.

„ფესტივალის მთავარი მიზანია შექმნას შთამაგონებელი, მშვიდობიანი და უსაფრთხო სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ფესტივალი სიმბოლურად ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების სიახლოვეს, მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში“, — ნათქვამია ორგანიზატორების საიტზე.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მუსიკალური ნაწილის გარდა, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებები ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სოფლების ბავშვებისთვის. ასევე იგეგმება მასტერ–კლასები არქიტექტურაში, მუსიკალური ტრენინგები და კინოჩვენებები და სხვ.

სამი დღის განმავლობაში ფესტივალის მთავარ სცენაზე გამოვლენ: „თსუ გორდა“, (საქართველო) Natural Born Lovers (საქართველო), შოთა ადამაშვილი (საქართველო), The Marneli Band (საქართველო) და ასევე The BAMBIR (სომხეთი). მათ გარდა ფესტივალზე საკუთარ შემოქმედებას წარადგენენ პოლონელი და სენეგალელი მუსიკოსები. ესენია: Warsaw Horns (პოლონეთი), Mamadou Diouf (სენეგალი/პოლონეთი) და Pako Sarr (სენეგალი).

მარნეულში გაჩერებულ ან წითელი ხიდისა და სადახლოს მხრიდან ჩასულებს ფესტივალის დღეებში უფასო ავტობუსი მოემსახურებათ. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე http://www.onecaucasus.org/ ან ფეისბუქგვერდზე www.facebook.com/OneCaucasus.

პროექტს მარნეულის მუნიციპალიტეტი, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო აფინანსებს.

ყველა ახალი ამბავი
0