Dushanbe Fashion week: ტრადიციები თანამედროვე ინტერპრეტაციებით

გამოწერა
ტაჯიკი დიზაინერები, რომლებმაც საკუთარი კოლექციები "დუშანბეს მოდის კვირეულზე" 17-21 აგვისტოს წარმოადგინეს, ეროვნული სამოსის ტარებას სთავაზობენ, რომელიც მათ თანამედროვე მოდაზე გადააკეთეს.

ტაჯიკი დიზაინერები, რომლებმაც საკუთარი კოლექციები "დუშანბეს მოდის კვირეულზე" 17-21 აგვისტოს წარმოადგინეს, ეროვნული სამოსის ტარებას სთავაზობენ, რომელიც მათ თანამედროვე მოდაზე გადააკეთეს.

ტაჯიკეთის დედაქალაქმა "მაღალი მოდის კვირეული" ახალგაზრდა, მაგრამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ კარგად ნაცნობი ხურშედ სატოროვის კოლექციით გახსნა. მან ქალის ორი კოლექცია წარმოადგინა — ეროვნული სამოსი და აღმოსავლური საღამოს სამოსის უახლესი კოლექცია, რომელიც მან მანამდე მოსკოვში გამართულ ჩვენებაზე წარადგინა.

ხურშედმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალი კოლექცია ზღაპარი "ათას ერთი ღამის" მოტივებზეა შექმნილი. ასევე მოდის კვირეულის ფარგლებში დუშანბეში წარმოდგენილი იყო სხვა ცნობილი დიზაინრების კოლექციები, მათ შორის სამოსის ყოველდღიურობაზე გაამხვილებული აქცენტით.

ხურშედ სატოროვის გარდა, საკუთარი კოლექციები წარმოადგინეს ნაფისა იმრანოვამ, მოდის სახლი Ikat House, ბრენდმა iamdifferent, ბუტიკმა U.S. Polo Assn, სპეციალურმა სტუმარმა ბიშკეკიდან — დიზაინერმა ოლეგ ბედამ და სხვებმა.

ყველა ახალი ამბავი
0