ქართველმა დრიფტერებმა მართვის ოსტატობა უჩვენეს

გამოწერა
საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მე-3 ეტაპი სააკაძის მოედანზე გაიმართა. შეჯიბრის ორგანიზატორი იყო BMW Club Georgia თბილისის მერიის, საპატრულო პოლიციისა და რამდენიმე კერძო კომპანიის მხარდაჭერით.

საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მე-3 ეტაპი სააკაძის მოედანზე გაიმართა. შეჯიბრის ორგანიზატორი იყო BMW Club Georgia თბილისის მერიის, საპატრულო პოლიციისა და რამდენიმე კერძო კომპანიის მხარდაჭერით.

კვირას სააკაძის მოედანზე, რომლიდანაც სპორტის სასახლის მიმართულებით გზა იყო გადაკეტილი, შეიკრიბა ასობით ადამიანი, რათა ქართველი პროფესიონალი და მოყვარული ავტომრბოლელების გამოსვლები ენახათ.

რისკის მიუხედავად, ხალხს გზასთან ახლოს მისვლის არ ეშინოდა, თუმცა გზა გარშემორტყმული იყო ლითონის ბარიერებით, ხალხი კი ამ ბარიერებთან ახლოს იდგა და, როგორც ჩანს, მრბოლელების ოსტატობას ენდობოდნენ და მკვეთრად არ რეაგირებდნენ ბარიერთან ახლოს მოცურებულ მანქანებზე. ნდობა ტყუილად არ ქონიათ — იქვე მყოფი სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო ბრიგადების დახმარება საჭირო არ გამხდარა. შეჯიბრმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა, მაყურებელმა კი არაერთხელ დაუკრა ტაში სპორტსმენებს.

ყველა ახალი ამბავი
0