პოროშენკო დარწმუნებულია, რომ უკრაინამ უკვე გადალახა ეკონომიკური კრიზისი

© RIA Novostiპიოტრ პოროშენკო
პიოტრ პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინამ 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის წლისთავი დეფოლტის საფრთხის პირობებში, გათბობის სეზონის მზადებისათვის სერიოზული პრობლემების და დონბასში გადაუწყვეტელი კონფლიქტის ფონზე აღნიშნა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაუმკლავდა კრიზისულ მოვლენებს, რომელიც აღმოსავლეთში საომარმა მოქმედებებმა გამოიწვია. პიოტრ პოროშენკო ასევე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ეკონომიკური აღმავლობა განახლდეს უახლოეს თვეებში, თუკი კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდება. 

 უკრაინამ 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის წლისთავი დეფოლტის საფრთხის პირობებში, გათბობის სეზონის მზადებისათვის სერიოზული პრობლემების და დონბასში გადაუწყვეტელი კონფლიქტის ფონზე აღნიშნა. 

 „არის ფრთხილი საფუძველი იმის ჩათვლისა, რომ ეკონომიკამ ის ღრმა სტრესი გადალახა, რომელიც ომმა მიაყენა. ბიზნესი ადაპტაციას განიცდის, ჩვენთვის სრულიად დახურული რუსეთის ბაზრის სანაცვლოდ, ახალ ბაზრებს პოულობს. <…> უკვე უახლოეს თვეებში შესაძლოა განახლდეს ეკონომიკური აღმასვლა. ეს მხოლოდ საომარი მოქმედებების ესკალაციის გარეშე მოხდება“, — თქვა პოროშენკომ სიტყვით გამოსვლისას. 

 იგი ასევე დაპირდა უკრაინელებს რომ იპოვის საშუალებას რათა მოახდინოს ხელფასებისა და პენსიების ინდექსირება რომლებიც უკვე 2 წელია არ გაზრდილა. 

 ამჟამად უკრაინა ფაქტიურად დეფოლტის ზღვარზეა. ქვეყანაში იზრდება უმუშევრობა, ეროვნული ვალუტა ერთი წლის მანძილზე სამჯერ გაუფასურდა. შედეგად, უკრაინის ფინანსტა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლის იანვარში, ქვეყანაში საშუალო ხელფასმა 3 455 ათასი გრივნა შეადგინა (160 დოლარამდე). ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. უკრაინელთა 70% გამოკითხვის შედეგად აცხადებს, რომ უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით, ამასთან აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მოვლენები „არა მიდის საჭირო მიმართულებით“.

 უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო ადრე აცხადებდა, რომ უკრაინა ბოლო 24 წლის მანძილზე ყველაზე ღრმა ეკონომიკური კრიზისისაკენ მიექანება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ დონბასში კონფლიქტს ეკონომიკურ კრიზისთან კავშირი არ აქვს. 


ყველა ახალი ამბავი
0