სალომე ფაჟავამ მსოფლიო თასის ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა

© photo: Sputnik / Максим Богодвид / გადასვლა მედიაბანკშისალომე ფაჟავამ მსოფლიო თასის ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა
სალომე ფაჟავამ მსოფლიო თასის ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კაზანის მსოფლიო თასის ეტაპი მსხვილი დასკვნითი ტურნირი იყო მხატვრულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც შტუტგარტში 7-დან 13 სექტემბრამდე შედგება.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. სალომე ფაჟავამ გურძებით ვარჯიშში მხატვრული ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპზე, რომელიც კაზანში გაიმართა, მესამე ადგილი მოიპოვა. 

 ქართველმა გიმნასტმა 17.750 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ორ რუს ტანმოვარჯიშეს — მარგარიტა მამუნსა და ალექსანდრა სოლდატიკოვას დაუთმო. 

 რგოლით ვარჯიშში ფაჟავამ მერვე შედეგი აჩვენა, ხოლო ლენტით — მეშვიდე. 

 კაზანის მსოფლიო თასის ეტაპი მსხვილი დასკვნითი ტურნირი იყო მხატვრულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც შტუტგარტში 7-დან 13 სექტემბრამდე შედგება. 

ყველა ახალი ამბავი
0