ამერიკელი მუსიკოსი ედრიან ბელიუ ბათუმში დაუკრავს

© photo: Sputnik / Besik Pipiaბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოსი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 1981 წელს ჯგუფ King Crimson-ს შეუერთდა. ბელიუ მუშაობდა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ დევიდ ბოუი, Nine Inch Nails, ჟან მისელ ჟარ, ფრენკ ზაპა.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ამერიკელი გიტარისტი და ვოკალისტი ედრიან ბელიუ, რომელიც ცნობილია თავისი მონაწილეობით როკ-ჯგუფში  King Crimson 25 აგვისტოს ბათუმში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ კონკურსის ორგანიზატორები იტყობინებიან.

აჭარის დედაქალაქში ბელიუ თავისი მუსიკალური პროექტის Adrian Belew Power Trio-ს შემადგენლობაში გამოვა. 

„პირადად მე ძალიან აღელვებული ვარ ბათუმის კონცერტით, ადგილით სადაც არასოდეს ვყოფილვარ. ჩვენმა საყვარელმა პრომოუტერმა საშამ გვითხრა, რომ კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი და კიდევ 3 ათასი ადამიანი დაესწრება… მხიარულება იქნება!“ — დაწერა თავისი  Facebook-ის  გვერდზე ედრიან ბელიუმ. 

კონცერტი ბათუმში პიაცას მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება. ბელიუს კონცერტზე დასწრება ბათუმში უფასო მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი. მოსაწვევების მისაღებად მსურველებმა  ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ. მოსაწვევების რაოდენობა შეზღუდულია. 

მუსიკოსი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 1981 წელს ჯგუფ King Crimson-ს შეუერთდა. ბელიუ მუშაობდა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ დევიდ ბოუი, Nine Inch Nails, ჟან მისელ ჟარ, ფრენკ ზაპა. 

ყველა ახალი ამბავი
0