თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik.უკრაინელი და ქართველი მოზარდები შავი ზღვის პირა კურორტ ურეკში ახალგაზრდულ ბანაკში ერთად ისვენებენ. ამის შესახებ ორშაბათს, 24 აგვისტოს იტყობინება ქალაქ ქუთაისის მერიის პრეს-სამსახური.
„უკრაინელი ახლაგაზრდები საქართველოში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მოწვევით ჩამოვიდნენ, ხოლო მათი ტრანსპორტირებისა და დასვენების ხარჯები ქუთაისის მერიამ გაიღო“, — ნათქვამია განცხადებაში.
22-დან 28 აგვისტომდე ერთი კვირის მანძილზე ბანაკში 100-მდე მოზარდი დაისვენებს, მათგან 9 უკრაინის მოქალაქეა, რომლებიც 4 გამცილებელთან ერთად ჩამოვიდნენ.
დღეს, 24 აგვისტოს, ქართველმა და უკრაინელმა მოზარდებმა ბანაკში უკრაინის დამოუკიდებლობის დღე სიმბოლურად აღნიშნეს.