თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. დღეს შრომის მონიტორები, ჯანდაცვის მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად თბილისის მეტროს თანამშრომელთა შრომის პირობებს გაეცნენ. ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოვიალური დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური 24 აგვისტოს იტყობინება. შრომის მონიტორინგის სამსახური საქართველოში შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფისათვის შეიქმნა. 2015 წლის თებერვლიდან, სპეციალური მომზადება 25-მა ინსპექტორმა გაიარა, რომელთაც უკვე 30-მდე კერძო საწარმო შეამოწმეს.
შრომის პირობების მონიტორინგი რუსთაველის მეტროდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა მეტრო სადგურს მოიცავს.დავით სერგეენკო პირადად გაეცნო მეტროში დასაქმებულთა შრომის პირობებს. ჯანდაცვის მინისტრმა მეტროს თანამშრომლებს წარუდგინა შრომის მონიტორები, რომლებიც იზრუნებენ მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნასა და შესაბამისი შრომის პირობების უზრუნვეყოფაზე.
შრომის მონიტორები დეტალურად შეისწავლიან მეტროში არსებულ სამუშაო პირობებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. რეკომენდაციების გაცემის შემდეგ მონიტორები მეტროს სადგურებში განმეორებით ვიზიტებსაც განახორცილებენ.