თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქციის წყალობით, ცხოველების თბილისელი პატრონები უფასოდ და სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ საკუთარი შინაური ცხოველების დარეგისტრირებას. ამისთვის მათ „112-ში“ უნდა დარეკონ.
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, გაითვალისწინა რა სირთულეები, რომლებიც დაკავშირებულია ცხოველების ტრანსპორტირებასთან, დაიწყო აქცია „რეგისტრაცია სახლიდან გაუსვლელად“. აღნიშნული აქციის ფარგლებში, აგვისტო-სექტემბრის თვეებში, ყველა იდენტიფიცირებული (ჩიპი, ტატუ, ან საჭდე ე.წ. „ბირკა“) ცხოველის პატრონს შეუძლია სარეგისტრაციო მოწმობა საკუთარ სახლში მიიღოს”, — აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
დედაქალაქის საკრებულოს მიმდინარე წლის 6 აპრილის N7-28 დადგენილების თანახმად, ყველა მეპატრონე ვალდებულია ჩაუტაროს საკუთარ ცხოველებს (ძაღლები, კატები) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურები.