საქართველოს საჯარო სკოლებში სიახლეები ინერგება

© Sputnik / STRINGERპირველი გიმნაზია
პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სასწავლო წლიდან მშობლების განათლებისა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა ყველა იმ თემას მოიცავს, რომლითაც მშობლები არიან დაინტერესებულები.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან (14 სექტემბერი) სიახლეები დაინერგება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

სასწავლო პროცესის დაწყებამდე მთელს საქართველოში 237 სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება.

ახალი სასწავლო წლიდან მშობლების განათლებისა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა ყველა იმ თემას მოიცავს, რომლითაც მშობლები არიან დაინტერესებულები (როგორ ვამეცადინოთ ბავშვები, ვასწავლოთ ჯანსაღი წესით ცხოვრება და ა. აშ.), შეიქმნება ელექტრონული გზამკვლევი და დაიბეჭდება სპეციალური ლიტერატურა, რომელიც მშობლებს დაურიგდებათ. 

 „მშობელი სკოლის სრულუფლებიანი პარტნიორი ხდება“, — აღნიშნეს სამინისტროში.

განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ახალი სასწავლო წლისთვის ასევე იქნება ახალი სპეციალური პროგრამის დანერგვა ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებელ პირთათვის, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში და არ იციან ქართული ენა. მათთვის განათლების სამინისტრო ბევრ სკოლაში ქართული ენის შემსწავლელ კურსებს გახსნის, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს.

სიახლეები ასევე გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისთვისაც. საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით, ბათუმსა და ფოთში სამი უსინათლო ბავშვი არა სპეციალურ, არამედ ჩვეულებრივ სკოლებში ისწავლის. პედაგოგები სპეციალურად მათთვის გადაემზადნენ, შეისწავლეს ბრაილის სისტემა და ამ სისტემით სწავლების მეთოდიკა.

სახელმწიფო უწინდებურად უზრუნველყოფს ყველა მოსწავლეს სახელმძღვანელოებითა და ნეთბუქებით. 

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 46 660 მოსწავლეა დარეგისტრირებული.

კერძო სკოლებში სასწავლო წლის დაწყების დღეს ხელმძღვანელობა განსაზღვრავს, თუმცა 2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილში ცვლილებები შევიდა: კერძო სკოლებში სწავლა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 34 კვირისა. საჯარო სკოლებში სწავლა 36 კვირა გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0