საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

© photo: Sputnik / Alexey Furman / გადასვლა მედიაბანკშიკიევი
კიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა მისალოც ბარათში იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის მეგობრობასა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას, არსენი იაცენიუკს, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და უკრაინელ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, იუწყება ორშაბათს, 24 აგვისტოს საქართველოს პრემიერის პრესსამსახური.

ირაკლი ღარიბაშვილმა მისალოც ბარათში იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის მეგობრობასა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

„საქართველო ყოველთვის იქნება უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. სწორედ საერთო ძალისხმევითა და ურთიერთთანადგომით შევძლებთ, დავძლიოთ სირთულეები და მტკიცე ნაბიჯებით განვაგრძოთ სვლა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, — აღნიშნულია პრემიერის მისალოც წერილში.

დღეს უკრაინაში სახელმწიფო დღესასწაული — დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის სსრ-ის უმაღლესმა რადამ (უმაღლესი საბჭო) უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი მიიღო.

თავდაპირველად ქვეყნის დამოუკიდებლობის დღედ 16 ივლისი გამოცხადდა, რადგან 1990 წლის ამ დღეს უკრაინის სსრ-ის უმაღლესმა რადამ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაცია მიიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0