თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეზიდენციაში გამართავს, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ.
საქართველოს კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღეს, ხოლო ცვლილებები 2010 წლის 10 ოქტომბერს შეიტანეს.
„ეს მნიშვნელოვანი დღეა — მოქმედ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი ჩარჩო-კანონია, 20 წელი შეუსრულდა“, — აღნიშნა პატარაიამ.
ღონისძიებას დაესწრებიან დიპლომატები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები.
საზეიმო მიღებაზე მიწვეულები არიან საქართველოს პარლამენტის მეორე მოწვევის დეპუტატები, რომელთა სახელთანაც არის დაკავშირებული ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციის მიღება.