თბილისში AIIB-ის სხდომა გაიხსნა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო შეიძლება ერთ-ერთ პირველ ქვეყანად იქცეს, სადაც AIIB-ს მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტები განხორციელდება, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. თბილისში ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიის ბანკის უმაღლესი დონის მეექვსე სხდომა გაიხსნა, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.  

AIIB-ს შექმნის შესახებ შეთანხმებას ბანკის 57 დამფუძნებელი ქვეყნის წარმომადგენლებმა 29 ივნისს მოაწერეს ხელი. ბანკის დირექტორთა საბჭოში ხმათა ყველაზე დიდი წილები ჩინეთმა, ინდოეთმა და რუსეთმა მიიღეს. AIIB-ს სააწესდებო კაპიტალი საწყის ეტაპზე 50 მლრდ აშშ დოლარი იქნება, რაც შემდგომ 100 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.

AIIB-ს მინისტერიალზე იმავე დღეს მიიღეს ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიის ბანკის მორიგი სხდომის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისას მონაწილეები საწყისი კაპიტალის თემაზე იმსჯელებენ და AIIB-ს პრეზიდენტის კანდიდატურებს გაეცნობიან, განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში.

„მნიშვნელოვანია, რომ ბანკის დაფუძნებიდან პირველი ასეთი ტიპის შეხვედრა სწორედ თბილისში იმართება. დღეს შედგა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები. უახლოეს პერიოდში ბანკი უკვე აქტიურად დაიწყებს ფუნქციონირებას და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრები კონკრეტულ შედეგს გამოიღებს“, — განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. 

„მნიშვნელოვანია, რომ ბანკის დაფუძნების შემდეგ ასეთი ტიპის პირველი შეხვედრა სწორედ თბილისში იმართება. დღეს ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ჩატარდა. უახლოეს პერიოდში ბანკი უკვე აქტიურ ფუნქციონირებას დაიწყებს და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრები კონკრეტულ შედეგს მოიტანს“, — განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

სხდომაზე განიხილავენ საკითხს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდეს, სადაც AIIB-ს მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტები განხორციელდება, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის იქნება მნიშვნელოვანი. 

ამჟამად ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიის ბანკს 57 წევრი-დამფუძნებელი ჰყავს. საქართველო ამ ბანკის 45-ე დამფუძნებელი წევრია.

ახალი ფინანსური ინსტიტუტის ამოქმედება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.

 

ყველა ახალი ამბავი
0