თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. რუსეთში ღვინომასალების იმპორტის აკრძალვა საქართველოს არ შეეხება იმდენად, რამდენადაც მოცემულ პროდუქციას ქვეყანა რუსეთში არ აგზავნის, იუწყება საქარტველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ორშაბათს, 24 აგვისტოს.
რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვეყანაში უცხოური ღვინომასალების იმპორტის აკრძალვის წინადადება წამოაყენა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ღვინის ქარხნებს საზღვარგარეთული ღვინოები ფაქტობრივად ანგრევს.
თავის მხრივ მევენახეებისა და მეღვინეების კავშირის პრეზიდენტი ლეონიდ პოპოვიჩი ეწინააღმდეგება უცხოური ღვინომასალების იმპორტის აკრძალვას, ვინაიდან ეს წარმოების 1/3-ზე აისახება.
„საქართველო არ ახდენს რუსეთში ღვინომასალების იმპორტს, ასე რომ, რუსეთის მხრივ მოცემულ პროდუქციაზე აკრძალვა მას არ შეეხება“, — განაცხადეს სააგენტოს პრესსამსახურში.
საქართველო ღვინომასალებს აგზავნის მხოლოდ უკრაინასა და ბელარუსში. ბოლო 7 თვის მანძილზე იმპორტირებული პროდუქციის საერთო მოცულობამ დაახლოებით 220 ათასი ტონა შეადგინა.