იტალიის სამხედრო–საზღვაო ძალებმა სანაპირო დაცვასთან და ქვეყნის საფინანსო გვარდიასთან ერთად 4,4 ათასი ადამიანი გადაარჩინეს ლიბიის სანაპიროებზე.
მიგრანტების სამაშველო ოპერაცია სამხედრო–საზღვაო ძალებმა, სანაპირო დაცვამ და იტალიის საფინანსო გვარდიამ რამდენიმე გემისგან SOS სიგნალის მიღების შემდეგ განახორციელა. ოპერაციაში მონაწილეობდა 10ზე მეტი გემი და კატერი, მათ შორის თითო გემი ნორვეგიას და ირლანდიას ეკუთვნოდა, ასევე რამდენიმე ვერტმფრენი.
ბოლო დროს ეს სამძებრო–სამაშველო ოპერაცია ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, ადასტურებს სააგენტო როიტერი. როგორც შაბათს საღამოს იტალიის სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა განაცხადა, ლტოლვილები 7 პატარა გემზე და 16 გასაბერ ნავზე იმყოფებოდნენ. არცერთი მათგანი არ დაშავებულა.
სულ 2015 წლის დასაწყისიდან, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვით ევროპაში მოხვედრის მცდელობისას დაახლოებით 188 ათასი ადამიანი გადაარჩინეს. ამავე პერიოდში 2 ათასზე მეტი ემიგრანტის დაღუპვის შესახებ დადგინდა ფაქტი.