პაპინაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში დამარცხდა

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშიასტანა
ასტანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონის მედლისთვის 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში 26 აგვისტოს ლონდონის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და ბაქოს ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი ნუგზარ თათალაშვილი იბრძოლებენ.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელმაც ასტანაში დღეს აიღო სტარტი, ამირან პაპინაშვილი (-60 კგ) ყახაზ რუსტრამ იბრაევთან მერვედფინალში დამარცხდა.

პაპინაშვილმა გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო — სძლია ლიბანელ დამიენ ზიადეს, ხოლო მეორე რაუნდში — ჰოლანდიელ იეროენ მურენს. მაგრამ გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა მერვედფინალის ბარიერი რუსტამ იბრაევის სახით, ვერ გადალახა.

ხვალ, 25 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები არ იასპარეზებს, რადგან 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში წარდგენილი არ არის და მხოლოდ გუნდურ პირველობაში მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიო ჩემპიონის მედლისთვის 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში 26 აგვისტოს ლონდონის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და ბაქოს ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი ნუგზარ თათალაშვილი იბრძოლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0