ნინო ქათამაძე უკრაინული „Х-ფაქტორის“ გაოცებას გვპირდება

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშინინო ქათამაძე
ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მომღერალმა „Х-ფაქტორის“ ჟიურიში უკრაინული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან — იგორ კონდრატიუკთან, სერგეი სოსედოვსა და ჯგუფ „ბუმბოკსის“ ლიდერ ანდრეი ხლივნიუკთან ერთად დაიკავა ადგილი.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი ნინო ქათამაძე მუსიკალურ პროექტ „Х-ფაქტორში“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის მეექვსე სეზონიც უკრაინული ტელეარხის ეთერში 2015 წლის 22 აგვისტოს დაიწყო.

როგორც მომღერალმა აღნიშნა, მას ამ სეზონზე განაკუთრებული იმედები აქვს. „გეტყვით, რომ ახალ სეზონზე მაყურებელს გავაოცებ“, — განაცხადა ქათამაძემ უკრაინული „ფაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ქართველმა მომღერალმა „Х-ფაქტორის“ ჟიურიში უკრაინული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან — იგორ კონდრატიუკთან, სერგეი სოსედოვსა და ჯგუფ „ბუმბოკსის“ ლიდერ ანდრეი ხლივნიუკთან ერთად დაიკავა ადგილი.

 „ფაქტისთან“ საუბრისას ნინო ქათამაძემ თქვა, რომ ჟიურის დანარჩენ წევრებს ძალიან დაუმეგობრდა: „მომწონს, რომ თავს დიდი, შეკრული კოლექტივის წევრად ვგრძნობ, მომწონს, რომ ვარ ახლობელი ახლობელთა შორის“.

ნინო ქათამაძე „Х-ფაქტორში“ ჟიური პირველად არ არის. ქართველმა მომღერალმა პოპულარულ ვოკალურ პროექტში გამარჯვებული შოუს მეხუთე სეზონშიც გამოავლინა. მაშინ ქათამაძესთან, კონდრატიუკთან და სოსედოვთან ერთად ჟიურიში ცნობილი უკრაინელი მომღერალი ივან დორნიც იყო.

ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. 1990 წელს ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად გამოდიოდა და სხვადასხვაგვარ მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობდა.

პროფესიული კარიერა ჯგუფ „ინსაითთან“ ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო. მომღერალი ასრულებდა ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ქათამაძე ხშირად მართავს სოლო-კონცერტებს რუსეთში.

ქათამაძის მუსიკა ჟღერს კინოფილმებში „ვაშლი“, „ინდი“, „ქალთევზა“, „გზატკეცილი М8“ და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0