ასტანაში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

© https://www.facebook.com/TbilisiEYOF?fref=tsძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე 11 სპორტსმენი წარმოადგენს, მათგან ერთი — ქალი.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 24 აგვისტოს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ნაკრები, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, 11 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. მამაკაცთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრებში გამოვლენ: 

ამირან პაპინაშვილი (-60 კგ)

ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ თათალაშვილი (-73 კგ)

ავთო ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი (-81 კგ)

ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ)

ადამ ოქრუაშვილი და ლევან მათიაშვილი (+100 კგ).

ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) გუნდურ პირველობაში იასპარეზებს.  

ქალთა შორის საქართველოს ნაკრებს ესთერ სტამი წამოადგენს (-70 კგ).

სულ მსოფლიო პირველობაში 120 ქვეყნის 729 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მათგან 432 მამაკაცი, ხოლო 297 ქალია. მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია 160 ქვეყანაში განხორციელდება. 

დღეს ასტანაში ჯილდოების ორი კომპლექტი გათამაშდება. ქალები 48 კგ-მდე წონით კატეგორიაში უძლიერესს გამოავლენენ, ხოლო მამაკაცები — 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ამ წონაში საქართველოს სახელით წინა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი გამოვა. მისი მოწინააღმდეგე ლიბანელი დამიენ ზიადი იქნება.  


ყველა ახალი ამბავი
0