თბილისის ცენტრში მშენებელთა ბრიგადები გზას აღადგენენ

გამოწერა
მერია თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებას ოქტომბრის შუისკენ გეგმავს. ამ დროისათვის ვაკე–საბურთალოს გზაზე სამშენებლო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მერია თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებას ოქტომბრის შუისკენ გეგმავს. ამ დროისათვის ვაკე–საბურთალოს გზაზე სამშენებლო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღდგენით სამუშაოებში ათობით ერთეული სამშენებლო ტექნიკა გამოიყენება. 

გზის რემონტი - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში გზატკეცილის აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

მიმდინარეობს გზის ახალი საფარის, ქვეითთა ბილიკის დაგება და რეაბილიტაცია,

მტკვარში ჩამდინარე ვერეს ნაპირების გამაგრება, რათა მის დინებას ხელი არ

შეეშალოს. ამისათვის ხელისუფლებამ მაგისტრალზე არსებული ერთ–ერთი

გვირაბის გაუქმება და გადასასვლელი ხიდის გაკეთება გადაწყვიტა.

სარემონტო–აღდგენით სამუშაოებს პირადად კურირებს თბილისის მერი დავით ნარმანია.

14 ივნისის ღამეს თბილისში გამანადგურებელი წყალდიდობა მოხდა. ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი, 300 კი უსახლკაროდ დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0